დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გუშინ 30 წლის ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი მუსიკალური (და არა მხოლოდ) სამყარო შეძრა.
ჯეოსტარელი მომღერლის უდროოდ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა მისი მეგობარი მომღერლების თქმით, ლევანს კოვიდის შემდეგ ფეხი დაეთრომბა.
ის "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა. ითქვა, რომ ფეხის ძვლის დაშლაც ჰქონდა.
"ჯეოსტარზე" ერთად მოვხვდით, შემდეგ ავარიაში დაიმტვრა და მე პროექტში მის ნაცვლად დამაბრუნეს" - წერს ფეისბუქზე ინდირა ჯგერნაია.
მომღერალი "პრაიმტაიმთან" იხსენებს, როგორ ეხუმრებოდა ამ ფაქტის გამო ლევანი.
ინდირა ჯგერნაია: 2010 წელს, "ჯეოსტარის" ჯაზის ტურიდან გავვარდი. მეორე დღეს ლევანი ავარიაში მოჰყვა. ღუდუშაურის კლინიკაში ყველა მივედით სანახავად. მახსოვს, მხოლოდ ოთო ნემსაძე შეუშვეს რეანიმაციაში.
სახეზეც ნაკერები ედო, დამტვრეული იყო... მერე კოჭლობდა, ხელჯოხით დადიოდა.
ავარიიდან ორ დღეში, მე ისევ პროექტში შემაბრუნეს. მერე ლევანი მეხუმრებოდა, ჯგერო, რა ბედი გაქვსო. მე შენ გამო წავიქციე თავიო.
ძალიან უთქმელი და დინჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისები ვიყავით მაშინ, ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული ბიჭი იყო.
ხალხურ სიმღერებს ისე ახუჭუჭებდა და ისე მღეროდა, დაგამუნჯებდა. ყველას ძალიან უყვარდა. ისეთი ჯენტლმენი იყო, რომ მის გვერდით "სხვანაირად" ვერ მოიქცეოდი. ჩამოყალიბებული ადამიანი იყო.
მეორე წელს, 2011-ში ისევ მიიღო "ჯეოსტარში" მონაწილეობა.
რუსეთში მიდიოდა და მოდიოდა. თუმცა მგონია, რომ 2019 წლის შემდეგ სულ იქ იყო. მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია.
ლუბა უსპენსკაიასთან ერთად უკრაინაში იმღერა. ლუბას ძალიან უყვარდა ლევანი. მან ჩვენი ბიჭი რუსულ მუსიკალურ პროექტში აღმოაჩინა. მას შემდეგ იქ თავისით გაიკვალა გზა. აღმოაჩინეს საოცარი ხმის მომღერალი.
ლევანს სახასიათო ხმა ჰქონდა, ას ადამიანში გამოარჩევდი. მის ვოკალს იშვიათი ინდივიდუალიზმი გააჩნდა.
ბოლოს რამდენიმე წლის წინ, სადღაც ტელევიზიაში ვნახე, ისევ მეხუმრა, ხომ დამლეწე და დამამტვრიეო...
გარდაიცვალა რუსეთში, კარი რომ შეუმტვრევიათ ათი საათის გარდაცვლილი ყოფილა...
ძალიან მეცოდება, რა გავაკეთო... ისე მწყდება გული. 30 წლის ასაკში რატომ უნდა მოკვდე? მიჭირს დაჯერება.