„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან 50 500 მ3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას. 2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან. „აღნიშნული პროექტით გადაწყდება რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას“, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.