ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ტყ

 დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ ცდილობდა მის ტრანსპორტირებას.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.