ინტერპელაციის ფორმაში მითითებულ კითხვებშიც ჩანს მათი არაკომპეტენტურობა, ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით - მარიამ ლაშხი პარტია "საქართველოსთვის" მიერ განათლების მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე

მარიამ ლაშხი

პარლამენტი ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "საქართველოსთვის" მოთხოვნით წარდგება. მათი კითხვები განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ლაშხის განცხადებით, ინტერპელაციის კითხვებში მათი ოპონენტების არაკომპეტენტურობა ჩანს.

"დეტალურად, კვლევაზე დაფუძნებით, გაკეთდა არსებული რეფორმა, თუმცა ვხედავთ, რომ, მათ შორის, ინტერპელაციის კითხვებში ჩანს არაკომპეტენტურობა. ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ შევაფასოთ, ეს როგორც მიზანმიმართული თავდასხმა იმ ისტორიულ რეფორმაზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს ეხება", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.