ლეგენდარული როკმენი, ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა

ვალერი

74  წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული როკმენი, ვალერი კოჩაროვი.

როგორც მუსიკოსის მეგობარი, ირაკლი პაპავა გვამცნობს, როკმენს ინსულტი განუვითარდა, რის შედეგადაც უკანასკნელი ათი დღე კომაში გაატარა.

„უაღრესად წესიერი, გულწრფელი, ერთგული, ყურადღებიანი, თბილი, ნიჭიერი,  განათლებული, ენერგიული, საქმიანი...“ - ასე ახასიათებს მას მეგობარი.