საქართველოში კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

ომიკრონი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 415 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.