პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, კოვიდი მომღერალმა ლაშა ღლონტმა და მისმა ოჯახმაც გადაიტანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მომღერალი რამდენიმე დღე კლინიკაშიც იწვა.
პოსტკოვიდურ სინდრომთან ბრძოლას ლაშა, ახლაც აგრძელებს. ამბობს, რომ უხილავმა მტერმა ხველება დაუტოვა რაც მომღერლისთვის დიდი დისკომფორტია. კონცერტებზე მაყურებელს წინასწარ აფრთხილებს და ბოდიშს უხდის თუ სიმღერის დროს დაახველა.
ლაშას თქმით, მისი ოჯახის ყველა წევრმა ჯერ „დელტა“ შტამი“ შემდეგ „ომიკრონი“ გადაიტანა. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდი მაინც ნაყოფიერად გამოიყენა და ერთგულ მსმენელს ორი ახალი სიმღერა შესთავაზა.
„მთელმა ოჯახმა გადავიტანეთ დელტა შტამი. ჰაერის უკმარისობის, ხველისა და საერთო სისუსტის სიმპტომების გამო, რამდენიმე დღე კლინიკაშიც ვიწექი. საბედნიეროდ ომიკრონი მე აღარ შემხვდა, თუმცა ჩემი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის ჩემს მცირეწლოვან შვილიშვილებსაც მოუხდათ მასთან გამკლავება.
მე კოვიდმა ხველა დამიტოვა. მოგეხსენებათ, კონცერტებზე ძირითადად ცოცხლად ვმღერი და როცა სცენაზე გამოვდივარ, მაყურებელს წინასწარ ვაფრთხილებ და ბოდიშს ვუხდი, რადგან სიმღერის დროს შეიძლება წამომახველოს.
ისევე როგორც ბევრი ადამიანის, ჩემი ცხოვრებაც შეცვალა პანდემიამ. ორი წლის განმავლობაში ოთხ ქვეყანაში გამიუქმდა გასტროლი. მიუხედავად ამისა შევეცადე ნაყოფიერად გამომეყენებინა ეს პერიოდი და პანდემიის პირობებში დაიბადა ორი ახალი სიმღერა - „აჭარული“ და „მომხვიე ხელები“ - ამბობს ლაშა ღლონტი.