საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
მხატვარი ელენე ფიფია ბელგიაში გაემგზავრა. იგი წარმოშობით ზუგდიდიდანაა. ქალაქ გენტში, ტექსტილის მუზეუმი მართავს მისი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას.
გამოფენა გაიხსნება 20 იანვარს და გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით.
აქ გამოფენილი იქნება მისი 30 ნამუშევარი შესრულებული ქსოვილითა და ძაფებით. ეს მისი პირველი მასშტაბური გამოფენაა საზღვარგარეთ.
ბელგიაში ჩასვლის შთაბეჭდილებაზე ელენე სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
„მოგესალმებით მეგობრებო ბელგიიდან! მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა აქ ვიმყოფები, უკვე მენატრება ჩემი " საგიჟეთი" ..( იმიტომ, რომ ჩემია).თუმცა( ახლა უფრო ვხედავ) იმაზე მეტი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ არ უნდა მენატრებოდეს. ეს არაადეკვატურობა სწორედ ნიშნავს იმას, რომ ვარ" გიჟი" ქართველი.
ძალიან დიდი კონტრასტი, რაც დავინახე დამოკიდებულებებში.ამის ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვებით,რომელმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა.
ბელგიაში რომ ჩავფრინდი, ვთქვი, რომ მორჩა. უკვე ყველა დამღლელი პროცედურა გავიარე და რომ თავი უნდა დამეღწია აეროპორტიდან. სწორედ მაშინ, ბოლო კონტროლზე, ვხედავ არ მიშვებენ. გვერდზე გადამაყენეს. ( სამწუხაროდ ენები არ ვიცი და ფაქტობრივად, ვერაფერი გავაგებინე).
ყველა საბუთი დავუდე ცხვირწინ. მაინც ვერ გავუქარწყლე ეჭვები .ბოლოს გადამამისამართეს სადღაც გვერდით და ორმა " პირქუშმა" ახალგაზრდამ ჩემი ჩემოდანი გახსნა.( ჩემ გარდა არავის ჩემოდანი გაუხსნიათ). გადმოცვივდა ქსოვილები, ძაფები. გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს მუზეუმის მოწვევა დავუდე წინ. უნდა გენახათ ცვლილება მათ სახეებზე. მხატვარი ხარო - ლამის რევერანსებით გამომაცილეს აეროპორტიდან. შეშინებულმა და გაკვირვებულმა დავტოვე იქაურობა. მეგობარი,რომელიც ასევე შეშინებული იყო ჩემი დაგვიანებით,ყველაფერი მოვუყევი და ბოლოს მითხრა. ელე, შენ ვერ წარმოიდგენ როგორ პატივს სცემენ აქ ხელოვან ადამიანებსო.-- სასიამოვნოდ გამეცინა.
მეც მინდა ჩვენთანაც იყოს ასე...",- წერს ელენე.
მისი გამოფენის ორგანიზება დიდი ხნის წინ ზუგდიდიდან ბელგიაში წასულმა და-ძმამ ითავა.