1753972642
ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. 700 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების გახსნაზე შეკრებილებს სიტყვით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
„საქართველო არის ევროპული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი დანაშაულს სჩადის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რისთვისაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და მათ გარეთ მყოფი ადამიანები კონსტიტუციის თანახმად, უნდა იყვნენ თანასწორების სამართლის წინაშე. ეს ღირებულება ყოველთვის არ იყო სათანადოდ აღქმული და გვახსოვს საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ფურცლები უახლესი ისტორიისა, რაც იყო პენიტენციურ დაწესებულებებში. 2012 წლიდან სასჯელაღსრულების სფეროში მრავალი რეფორმა გატარდა, რისი მეშვეობითაც ერთხელ და სამუდამოდ გადაიფურცლა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ასევე ნახეთ:
ჯონი დეპი ფანს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა - ჰოლივუდური სიკეთის ისტორიები