კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ყურბანოვების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად, 80 წელს მიღწეული ასაკის ცოლ-ქმარი, ღია ცის ქვეშ, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშეა დარჩენილი.
ახლობლების ინფორმაციით, მთლიანად დამწვარია ყურბანოვების ვაჟის კუთვნილი ფქვილისა და ზამთრისათვის შეძენილი პროდუქტის მარაგიც, რომელიც ხანძრისგან განადგურებულ სახლში ინახებოდა.
ამ წუთის მდგომარეობით, მოხუცები შვილთან არიან შეფარებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ყურბანოვების ოჯახის დახმარების საკითხს განიხილავენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი