ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ხვიჩა კვარაცხელია - ეს ის სახელი და გვარია, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს.
ლაპარაკობენ მის წარმატებაზე, გატანილ გოლებზე და ცხადია, არც მისი პირადი ცხოვრებაა საზოგადოებისა და გულშემატკივრების ინტერესს მიღმა.
გასულ წელს მხოლოდ ერთი წინადადებით გაგვიმხილა, რომ ჰყავს რჩეული და „რა თქმა უნდა, ქართველი“. მოგვიანებით კი, უცხოურ გამოცემასთან ვრცლად ისაუბრა.
ხვიჩამ რჩეული, ნიცა თავაძე მეგობრების გარემოცვაში გაიცნო და როგორც თავად ამბობს, უკვე დიდი ხანია, რაც ერთად არიან. ნიცა საქართველოშია, სამედიცინოზე სწავლობს, ხვიჩა კი იტალიაში თამაშობს, თუმცა მანძილი მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
„ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს. ის ძალიან ემოციურია და გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც.“ - თქვა ხვიჩამ.
ნიცა სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის. იშვიათად დებს საკუთარ ფოტოებს და ისიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. გარკვეული მიზეზების გამო, მედიასაც უჭირს მასთან დაკავშირება.
თუმცა, გოგონას შესახებ „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე ექსკლუზიური დეტალი გაარკვია.
ბევრმა არ იცის, რომ ნიცა თავაძე დაახლოებით, 7 წლიდან ცეკვავდა და ძალიან წარმატებულიც იყო. თუ რატომ არ გააგრძელა ამ მიმართულებით მოღვაწეობა, ამაზე მისი ქორეოგრაფი დიანა ბლიაძე გვესაუბრა.
დიანა ბლიაძე: ნიცა ჩემთან რომ მოიყვანეს, დაახლოებით, 7 წლის იქნებოდა. შემდეგ იხსენებდა, ვიდეოებს მაჩვენებდა, დიანა მასწ., გახსოვთ რა პატარა ვიყავიო? სიცილით ვკვდებოდით ხოლმე. რომ წამოიზარდა და წამყვანი სოლისტი გახდა, ვეუბნებოდი, წარმოიდგენდი, რომ აქამდე მიაღწევდი მეთქი? - არა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყოო, - ამბობდა.
ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ნიცაზე, შეიძლება დროც არ მეყოს. უამრავ კონცერტზე აქვს ჩემთან ნაცეკვი. ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო და იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდა, რომ მინდოდა დიდ ანსამბლებში გამეშვა. ნიცამ უმაღლესში ჩააბარა და უნდა ისწავლოს, თუმცა, ნებისმიერ დროს, თუ მან მითხრა, რომ ცეკვის გაგრძელება სურს, დიდი სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას. დარწმუნებული ვარ, რომ სადაც უნდა მივიდეს, 100%-ით თავის თავს ჩადებს.
აქვე არ შემიძლია ნილა არ ვახსენო, ნიცას საოცარი და ჰყავს. თბილები, კარგად აღზრდილები, ფანტასტიკური ბავშვები არიან. უბანში ჩემს თვალწინ იზრდებოდნენ. მათ დარბაზს გარეთაც, ყოველდღიურად ვხედავდი. იმედი მაქვს, რომ ასე ფანტასტიკურად გაატარებენ თავიანთ ცხოვრებას.
დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო გულშემატკივრობს როგორც მის შეყვარებულს, ასევე ნიცას. შედგება თუ არა ამ წყვილის, ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელის და ნიცას ტანდემი?! რა თქმა უნდა, სურვილი ძალიან დიდი მაქვს. შორიდან რასაც ვხედავ, ხვიჩა ნამდვილად ღირსეული ადამიანია. ხომ იცით როგორ არის, გოგონებს რომ ათხოვებენ, ამ პოზიციიდან ვუდგები მე, როგორც პედაგოგი და მომავალი სასიძოების მიმართ კრიტიკული ვარ. თუმცა, ხვიჩა ისეთი თავმდაბალი ახალგაზრდა გახლავთ, ვლოცულობ, რომ მათი ტანდემი შედგეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ტკბილი, ლამაზი, ქართული ოჯახი შეიქმნება. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ავი თვალი და ცუდი აურები მოვაშოროთ.