საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულ 31 წლის ქართველ ქალს განაჩენი გამოუტანეს
1751363496
პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
...კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...", - წერს გელა დაიაური.
შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.
ცნობისთვის, გასულ წელს, გელა დაიაურმა ოჯახი შექმნა.
მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. როგორც გელა ინტერვიუებში ჰყვება, გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს.