დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 6 დღე გავიდა. ჩოგბურთის 13 წლის გოგონას მეწყვილის დედა იმ დღეს იხსენებს, როდესაც კორტებზე მიასვენეს და უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
„მარიტა ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არაამბიციური, უბრალო, ენერგიული და საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ძალიან ბავშვური… მამამისს 24 საათი კორტზე ჰყავდა.
კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო… სკოლის მერე ორივე შვილი მიჰყავდა იქ და ავარჯიშებდა. მარიტას და მასზე ერთი წლით უფროსია. არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ“ - ამბობს მშობელი „სარკესთან“.