დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო, - განაცხადა ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
„მარიტას ბავშვობიდან ვიცნობ. მოგეხსენებათ, მისი მამა ჩოგბურთელია და ეს წლები საქართველოს ჩოგბურთში ერთად გვაქვს გავლილი. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ბავშვი მთელი თავისი ცხოვრება, ეს 13 წელი რაც გაატარა, საქართველოს პირველი-მეორე ნომერი იყო, ამას გარდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის როგორი დანაკარგია!
რა თქმა უნდა, ალბათ, პირველ ადგილზე ჯერ სკოლა იყო და მერე სპორტი. სკოლიდან პირდაპირ, ჩოგნებით, მამა ხვდებოდა ან ჩოგნებს გზაში იღებდა კორტებზე ჩამოდიოდა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, მთელი დღე აქ იყო. პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო“, - განაცხადა კვერნაძემ.