კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

rusTavis wyali

„რუსთავის წყლის“ განცხადებით, 25 აგვისტოს, დილის 05:00 საათზე, ქალაქ რუსთავში გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური წყალსადენი. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

მათი ცნობით, დაზიანების აღსადგენად სამუშაო პროცესს ართულებს მილის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობა, რის გამოც აუცილებელია შენობის მიმდებარედ ალტერნატიული ქსელის მოწყობა.

„ამ ეტაპზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაზიანების აღსადგენად 24 საათიან რეჟიმში პარალელურად რამდენიმე ჯგუფი იმუშავებს. შენობის მიმდებარედ ჩატარდება ერთი მხრივ ნაწილობრივი დემონტაჟის და მეორე მხრივ ახალი სისტემის მოსაწყობი სამუშაოები. წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 55 მეტრი სიგრძის ახალი ალტერნატიული სისტემა მოეწყობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი რის გამოც, დღეს, 25 აგვიტოს დილის 06:000 საათიდან, ხვალ 26 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას.

,,რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.