შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?

შალვა პაპუაშვილი

თქვენ ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ყოჩაღ. თქვენ გინდათ ასე ხელისუფლებაში მოსვლა?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ტატა ხვედელიანს.

პაპუაშვილი პრემიერის მისამართით დამაზუსტებელი კითხვის დასმისას ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე დღესღეობით, რასაც თქვენ აკეთებთ და როგორც თქვენ თავზე დაასვით ჩვენს მოქალაქეებს ეს „ქართული ოცნება“, ჩინური ვერსია, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია აღარ იცავს ამ პარტიას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.