პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
29 წლის მამა თეიმურაზ ქორიძემ ცოტა ხნის წინ, თავისი ავადმყოფობით ერი გააერთიანა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ის 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია, დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში.
გთავაზობთ მამა თეიმურაზის მიერ მოთხრობილ ამბავს.
მამა თეიმურაზ ქორიძე: მყავდა საოცარი მასწავლებელი, ჟუჟუნა გოგოჭური. ლიტერატურ მან შემაყვარა. გაკვეთილად გვქონდა "მთაწმინდის მთვარე". რა თქმა უნდა, არ ვისწავლე. არ ვიყავი კარგი მოსწავლე. ვუსმენ, როგორ ჰყვებიან სხვები. მე ატუზული ვარ.
ახლა ჩემი ჯერია, მეც უნდა მოვყვე. მოვიდა, შემხედა, მე ავწითლდი, ავფორიაქდი. ის გამოცდილი მასწავლებელი იყო და შემატყო, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი. ადექიო. უფრო გავწითლდი, გავშავდი. ავდექი და მეუბნება, მე ვიცი, შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, ლექსი ზეპირად გეცოდინება და ათიანს გიწერ, დაჯექიო.
გავშრი... შემრცხვა. მივედი სახლში და ლექსი თხუთმეტ წუთში ვისწავლე. მას შემდეგ ლიტერატურა უზომოდ შემიყვარდა, არ დარჩენილა ლიტერატურული ნაწარმოები, რომ არ წამეკითხა.
ხელი კი არ გამოიშვირა, წიხლი კი არ დამაჭირა, პირიქით, მოტივაცია მომცა. მოტივაცია მნიშვნელოვანია...
ასევე დაგაინტერესებთ: