პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები, ნელი ხატიაშვილის დასახმარებლად თანხის შეგროვება, მისივე თანასოფლელმა ახალგაზრდამ ითავა.
რომან ქევხიშვილი ამბობს, რომ კამპანიის დაწყება მაშინ გადაწყვიტა, როცა მარტოხელა პენსიონერის სახლი, ხანძარმა სრულად გაანადგურა.
„ნელი ხატიაშვილს მთელი ცხოვრება კეთილი ადამიანების თანაგდომით გააქვს თავი. იმ სახლში არ ჰქონდა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, არც გაზი და არც ელექტროენერგია. ხანძრამდეც, წყლის ასადუღებლად ღუმელი აუნთია, პურისთვის წასულა მაღაზიაში და წამებში ფერფლად იქცა ყველაფერი. დარჩა სახლის და ყველაფრის გარეშე. მერია დაგვპირდა, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს თანხას, მაგრამ ეს დროშია გაწელილი. საკმაოდ გულისხმიერი აღმოჩნდა ხალხი, გარდა აკურელი ემიგრანტებისა, ვინც ნელის იცნობენ, სრულიად უცხო ადამიანებმა ჩარიცხეს ფული. იყო 1000 ლარის დარიცხვის ფაქტიც და 1 ლარის დარიცხვაც. მთავარი მაინც თანაგრძნობაა"- განაცხადა ქევხიშვილმა.
თავად ნელი ხატიაშვილი ამბობს, რომ თანასოფლელების თანადგომის უსაზღვროდ მადლიერია
„სიტყვებიც არ მყოფნის, რა ვთქვა. სასოწარკვეთილი ვიყავი. შვილმკვდარი ქალი ვარ, ათასი უბედურება და გაჭირვება მაქვს ნანახი. ათასმაგად დაუბრუნოს ღმერთმა ყველას, ვინც ჩემი უბედურება გაიზიარა და ღია ცის ქვეშ არ დამტოვა"- ამბობს მარტოხელა ქალი.
დღევანდელი მდგომარეობით, ხანძრით დაზარალებული ქალის დასახმარებლად, 6450 ლარი შეგროვდა, აქედან 6000ლარით, მისთვის საცხოვრებელი კონტეინერი უკვე შეძენილია.
სოფელ აკურაში, ნელი ხატიაშვილის საცხოვრებელ სახლში ხანძარი 2 აგვისტოს გაჩნდა და მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ქალი, უსახლკაროდ დარჩა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი