ხანძარი რუსთავში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი რუსთავში

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინის აივანზე ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეღწევა და ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.