5 ნივთი, რომელიც არც უნდა გაასესხოთ და არც ისესხოთ - ეზოთერიკოსების რჩევა
1769539740
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია.
ბეგბედერმა „პირველი არხის“ თქვა, რომ მას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და ქართული სამზარეულოდან ხაჭაპური განსაკუთრებულად უყვარს.
„მე კონტაქტი მაქვს ქართველებთან, როდესაც ისინი საფრანგეთში ჩამოდიან. მე შევხვდი პრეზიდენტსაც კი, ქალბატონ სალომეს, რომელიც ფრანგულად საუბრობს. რამდენიმე ქართველი მეგობარი მყავს, მე კონტაქტი მაქვს თქვენს ქვეყანასთან.
მე ამ დრომდე არ ვიცი ქართული, ხაჭაპურის გარდა. ხაჭაპური ჩემთვის გახლავთ პასუხი ყველა პრობლემაზე. როდესაც აპოკალიფსი, ომი მიმდინარეობს, ხაჭაპური გახლავთ ჩემი სიმბოლო, ჩემი წინააღმდეგობის მექანიზმი“, – აღნიშნა ბეგბედერმა.