პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადამიანებს მსოფლიოში უამრავი ნივთის ქირაობა შეუძლია, დასვენებისთვის თუ განტვირთვისთვის, თუმცა გასაქირავებელთა სიაში ბევრი უცნაურ რაღაცის აღმოჩენაც შეგიძლიათ, მაგალითად:
თხა - დიახ, ნამდვილი თხა, თუ სახლში გაზონის პრობლემები გაქვთ, ხოლო გაზონის საკრეჭი აპარატი არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ნამდვილი თხა და თან არ მხოლოდ ერთი, არამედ მთელი ფარა. გამომდინარე იქიდან, რომ თხების ქირაობა საკმაოდ იაფია, ვიდრე ლანდშაფტის დიზაინერების დაქირავება, მას შესაძლოა გვერდითი ეფექტიც ჰქონდეს, რადგან ისინი ცხოველები არიან, შესაძლოა გაანადგურონ ვარდების ბუჩქები, გადავიდნენ მეზობლის ეზოში და ა.შ.
მეგობრები - თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, შეგიძლიათ იქირაოთ მეგობრები. Vox-ის ინფორმაციით, კომპანიონის დაქირავების იდეა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად არის განვითარებული ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია.
მეგობრის დაქირავების სურვილი ძირითადად მარტოსულობითაა გამოწვეული. NPR- ის თანახმად, გამოკითხვამ აჩვენა,რომ პანდემიის დაწყებამდე, ამერიკელების დაახლოებით 60%-ი საკუთარ თავს მარტოსულად მიიჩნევდა.
პაპარაცები ეგოს ასამაღლებლად - Thrillest- ის ცნობით, უამრავი კომპანია არსებობს, რომლებიც 500 დოლარად გვთავაზობენ პაკეტს „ცნობილი სახეები ერთი დღით“. ამ სერვისის ქირაობის შემთხვევაში ერთი დღით გაცოფებული პაპარაცები აგედევნებიან.
ოჯახის წევრები - თუ დედის და მამის, ან ბებიის და ბაბუს ქირაობა გსურთ, ეს სულაც არ არის შეუძლებელი. ადამიანის ქირაობით ლიდერი ქვეყანა იაპონიაა, აქ მეუღლის ქირაობაც კი შეგიძლიათ. მოკლედ, შესაძლოა ფულით სიყვარული ვერ იყიდოთ, თუმცა სიყვარულის „გარეგნობის“ ყიდვა შესაძლებელია. abcnews-ის ცნობით ამერიკაში უამრავი ქალია, ვისაც შეუძლია დროებით, უცხო ადამიანების ბებია გახდეს.
მეჯვარეები - ვისაც ფილმი „The Wedding Ringer“ ნანახი არ გაქვთ, მოკლე შინაარსს მოგიყვებით, სიუჟეტი ეძღვნება კაცს, რომელიც ქორწილისთვის მეჯვარეებს ქირაობს. ფილმის სიუჟეტი დღეს უკვე რეალობაა.
ეს ძალიან გიჟური იდეა ყველას სასაცილოდ ეჩვენება. ვინ ქირაობს უცნობ ადამიანებს იმისთვის, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მათთან გაიზიაროს?! თუმცა ეს რეალობაა, დღეს ბევრ ადამიანს შეუძლია დაიქირაოს პროფესიონალი მეჯვარე ან მეჯვარეები. გარკვეულწილად მოგებიანიც არის, რადგან პროფესიონალმა მეჯვარეებმა იციან რა სჭირდებათ პატარძალს, ხოლო გამოუცდელი მეჯვარეები ხშირად პრობლემებს ქმნიან.
ჩამხუტებელი - პანდემიამ სრულად გადაგვაჩვია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს, ხელის ჩამორთმევას, კოცნას, ან, მით უმეტეს, ჩახუტებას, თუმცა ეს უკანასკნელი სტრესს ამცირებს. შეგიძლიათ ერთი დღით პროფესიონალი ჩამხუტებელი იქირაოთ. მისი ფასი კი საათში 80-100$-ია. ჩახუტება აშკარად არა სექსუალურია, პროფესიონალი ჩამხუტებლები მკაცრად იცავენ საზღვრებს.