დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
8 წლის დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ბავშვის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
„ჯერ ისევ აწუხებს ტკივილები. ნელ-ნელა კი მივდივართ რეაბილიტაციისკენ, მაგრამ ჯერ იმდენი რაღაც არის მოსაგვარებელი... მთავარია შეჩერებულია ინფექციები და ბედნიერები ვართ ამით. ჭრილობაზე კანი გადანერგეს, რომ შეხორცებულიყო, მაგრამ ეს კანი არ მიიღო ორგანიზმმა, დაიშალა და მერე სტეროიდებით და რაღაცებით მოხდა დამუშავება. შეხორცებული ჯერ კიდევ არ არის და ამას ველოდებით.
ეს კანი პირდაპირ არის გადაკრული შარდის ბუშტსა და სხვა ორგანოებზე. ქსოვილი სულ არ არის ამ ადგილებში და ამიტომ სტკივა. ვერც ვსვამთ, ხუთჯერ შევეცადეთ, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ფონზე დაგვესვა ეტლზე, მაგრამ იმდენად თხელი ფენაა კანი, თუნდაც კუდუსუნის ძვალზე, რომ დიდი ტკივილი აქვს. კანი ფაქტობრივად ძვალსა და ორგანოებზეა გადაკრული, ძალიან სტკივა. სპეციალური ბალიშიც ვუყიდეთ მაგრამ...“, - ამბობს დათის მამა.