მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარ სამმართველოს საგანმანათლებლო ცენტრ „პროექტორისა“ და „არქიმედეს“ სკოლის პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სამმართველოში არსებული მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ისტორიასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მანქანა დაათვალიერეს და მის ტექნიკურ მახასიათებლებსაც გაეცნენ.
მოსწავლეების სტუმრობის მიზანი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ისტორიისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობა იყო.