1737312489
„112“-ს, კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდებმა "112"-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს. ბავშვები ასევე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს.
„112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოსწავლეებს ასევე განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც კანონით გათვალისწინებულია ცრუ ზარის დროს.