1759659123
ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. პოლიტიკოსს დედა გარდაეცვალა.
„ჩემი დედიკო გარდაიცვალა. ღმერთის და ადამიანის მოყვარე, ყველასთვის მლოცველი და მზრუნველი, აღმსარებელი და მაზიარებელი დედიკო.
გთხოვთ მოიხსენოთ ლუარა
გასვენება ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან, მისამართი: ფარნავაზ მეფის ქუჩა, პიაცას მოედანი“,- წერს ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში.