"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
„ვთვლი, რომ ახალგაზრდები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც დაუფიქრებლად ქორწინდებიან, ამიტომაცაა ხშირი ჩვენს თაობაში დანგრეული ოჯახები“, - ამის შესახებ მსახიობმა, კოკო როინიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც ინგრევა ოჯახები საქართველოში ხშირად.
„ამიტომაცაა ხშირი ჩვენს თაობაში დანგრეული ოჯახები. ჯობია, წყვილმა ქორწინებამდე ერთად იცხოვროს, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ოჯახის შექმნისა და ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება. დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგი სახეზეა, რადგან ბევრი დანგრეული ოჯახი და მარტოხელა დედაა.
მე და ანიმ ექვსი თვე ვიცხოვრეთ ერთად და როცა მივხვდით, რომ მზად ვიყავით ოჯახის შესაქმნელად, ჩვენი ურთიერთობა მაშინ გავხადეთ ოფიციალური“ , - განაცხადა კოკო როინიშვილმა.