დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.
თბილისის მერმა მომხდარი ტრაგედიის გამო მარიტა მეფარიშვილის მშობლებს პირადად მიუსამძიმრა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მარიტას მეგობრები, კლასელები და ახლობლები დილიდან ტრაგედიის ადგილას შეიკრიბნენ. 13 წლის გოგონას ხსოვნის პატივსაცემად, ვაკის პარკში, შადრევანთან მოქალაქეებმა ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიიტანეს.
კარგი მეგობარი, მოსწავლე და სპორტსმენი - ჩოგბურთის კორტები მარიტას მეორე სახლი იყო. მას მამა ავარჯიშებდა. 13 წლის მოზარდმა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა, ახლა, იქ, სადაც მარიტა მეფარიშვილი ყველაზე მეტ დროს ატარებდა, საუბარი ყველას უჭირს.
მარიტას საზოგადოება სწორედ 15 ოქტომბერს გამოემშვიდობება. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში გაიმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.