ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ტარიელ კიკნაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
„მოძიებულია წერილობითი მტკიცებულებები, სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები. ამ ეტაპისთვის საქმეში არ არის იმ დოზით მტკიცებულებები, რაც ლაშა ფურცხვანიძის პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველი გახდებოდა. არაა გამორიცხული, რომ ეს ვიღაცამ რაღაც მიზნით სპეციალურად გააკეთა“, - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კიკნაძე.