1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნინო და მარტვილელი ემზარ ჯღარკავას სოხუმში დაწყებული 40-წლიანი სიყვარულის ისტორია ინტერნეტ სივრცეს იპყრობს.
წყვილი დაქორწინებას ზაფხულში გეგმავს, როცა ნინო ამერიკიდან დაბრუნდება. მანამდე კი საჯაროდ, სოციალურ ქსელში არ იღლებიან ერთმანეთის მონატრებასა და სიყვარულში.
„ჯღარკავა გახსოვს ჩვენი მეორე პაემანი?
სოხუმის ,,გორსავეტის" საათთან დამინიშნე, იმ დროს ბიბლიოთეკები აქტუალური თემა იყო, რა გვეშველებოდა შეყვარებულებს, რომ არა ეგ, ჰოდა წიგნებით ხელში, წითელი ,,ვიხადნოი" ფეხსაცმელებით ბოლო მოდაზე გაპრანჭული წავპრაკუნდი ,,ბიბლიოთეკაში" .
მაგვიანდება როგორც ყოველთვის...აუღელვებლი სახით მელოდები ქალაქის საბჭოს შენობის ცნობილ აფთიაქთან და რას ვხედავ... ზუსტად გვერდზე აფთიაქის გამგე, შუქრი ბიძია დგას, მამაჩემის მეგობარი და მამას ელაპარაკება, პალმას ამოვეფარე და გიქნევ ხელებს, წიგნებს, გამწარებული ვხტივარ, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგენახე, არაფრით არ მეთმობა პაემანი.... არადა ესენი დგანან და ქაქანებენ...
პარკში „ტენისის " მაგიდები იდგა თუ გახსოვს, ჰოდა მაგ ,,ბიზნესის" ზედამხედველი კვდება სიცილით, მიხვდა რაშიც იყო საქმე, კენჭების სროლა რომ დავაპირე, მერე უკვე შევეცოდეთ და სოხუმურად ,,подыграл" როგორც იქნა შევხვდით, კი შემომხედე გაკვირვებულმა, ისეთი აჩეჩილ-დაჩეჩილი ვიყავი, მაგრამ არ შეიმჩნიე, კარგი დღე იყო, მახსოვს, გვიანობამდე ვისეირნეთ, სახლში რომ დავბრუნდი... დედამ დაიღალა ბავშვი ამდენი მეცადინეობით, ფერი არ ადევსო, ჯღარკავა დამინიშნე კიდევ პაემანი საათთან, აუცილებლად მოვალ აუცილებლად და გპირდები არ დავიგვიანებ“, - წერს ნინო.
"ის, ჩემსავით არ ჰგავს სხვას... ერთადერთია, ვინც მე მგავს და ჩვენ ერთი პლანეტიდან ვართ..."
p. s. კვარაცხელია, მომავალი წლისთვის, დაჯავშნილი მაქვს ეს დარბაზი",- ასე პასუხობს ემზარ ჯღარკავა ნინოს აბედათიდან.