იტალიაში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - რა დეტალებია ცნობილი

ბლ

 იტალიაში, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 787-ს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევისას Hainan Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 249 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავაში ჩიტი შეფრინდა.

ავიარეისი ჩინეთის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, თუმცა, მალევე, პილოტს თვითმფრინავის ავარიულად დაშვება მოუწია. იქამდე, უსაფრთხოდ დაშვებისთვის, საწვავი ზღვის თავზე ფრენისას დაწვეს.

შემთხვევის გამო, ფიუმიჩინოს აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა არ შეფერხებულა. ავარიული დაშვებისას არავინ დაშავებულა.