არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ისრაელში შესასვლელად უცხოელებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეირვეისი“ ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ გაეცნოთ ისრაელში უცხოელი მგზავრების შესვლის ახალ რეგულაციებს: ისრაელში შესვლა დაიშვება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ ისრაელში შესვლის ვიზა – სანამ ისინი სრულად არიან ვაქცინირებული და ჩამოდიან არა წითელი/მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან.
✅ ყველა მგზავრმა – ისრაელის მოქალაქეებმაც და უცხოელებმაც, რომლებიც მიემგზავრებიან ისრაელში, უნდა შეავსონ და წარადგინონ ისრაელში შესვლის ონლაინ ფორმა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე, გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში.
✅ ისრაელში შესულმა ყველა მგზავრმა (თუ ისინი იმყოფებოდნენ ისრაელის გარეთ 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც მიუთითებს COVID19-ის ტესტის უარყოფით შედეგზე.
✅ ისრაელში შესვლისას, ყველა მგზავრმა უნდა გაიკეთოს PCR ტესტი. ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა მგზავრზე, მათ შორის ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ პირებზეც.
✅ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც აცრილნი არიან Sputnik-ის ვაქცინით, ასევე უნდა გაიარონ სეროლოგიური ტესტი აეროპორტში, PCR ტესტის გარდა.
✅ საზღვარგარეთიდან ისრაელში შესულმა ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს თვითიზოლაცია. იზოლაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც იმოგზაურა მგზავრმა, ასევე ვაქცინაციასა და გამოჯანმრთელების სტატუსზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე: https://corona.health.gov.il/en/