დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
8 მაისს ქუთაისში +17 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +17 ღამის ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურშიც ნალექიანი დღე და +11 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოშიც, სადაც დღისით +15, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.