სასწრაფოდ გთხოვთ ყურადღებას! გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით... - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

დედა შვილებით

სასწრაფოდ გთხოვთ ყურადღებას! გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე. ზამთარს კი არა რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ,- ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა დედას, რომელიც ორი შვილით ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, არაფერი აბადია.

„საერთოდ ყველამ მიატოვა და რამდენგანაც დასახლდნენ, გადაუხდელობის გამო, ყველა სახლიდან ქუჩაში გამოყარეს. მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით რა კარგი გოგოა, სულ ტირის და ჩვენც ვცდილობთ დავამშვიდოთ

რასაც ხედავთ, ამის მეტი საერთოდ არაფერი არ აბადიათ

ძალიან სასწრაფოდ უნდა ვუპოვოთ ბავშვებს საიმედო თავშესაფარი. ვუქირავოთ და ჩვენ მივხედოთ, თორემ ფოტოზე რომ ხედავთ, ამაზე მეტი საშინელება დატრიალდება.

ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, გამივრცელოთ ეს ამბავი.

ბავშვები ისეთი საყვარლები არიან და როგორ გვეხუტებიან, მართლა მათსავით ვტირით ყველა

ჯერ სახლს ვუპოვით და დანარჩენ ნივთებს მერე მოვუგროვებთ ყველაფერს.

დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას და თქვენი, ყველას დახმარების დიდი იმედი გვაქვს

აბა ჩვენ ვიცით. ბავშვებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ“,- წერს სინჯიკაშვილი.

 

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal - Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია