2 დეკემბრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი კანონი ამოქმედდება - ნახეთ, დეტალები ვის შეეხება ის
1731533136
"დავითს ისეთი იუმორი ჰქონდა, რაც უნდა მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო, იუმორითა და რაციონალური აზროვნებით, ყველანაირად დაგამშვიდებდა", - ასე იხსენებენ შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დავით ბერიაშვილს მეგობრები.
შოვის მეწყერში დაღუპული ახალგაზრდა კაცის მეგობარი ამბობს, რომ დავითს დიდი იუმორი და განსხვავებული აზროვნება ჰქონდა.
"ეს ტრაგედია მხოლოდ ჩვენი არ არის, ყველასია. ძალიან მძიმეა, როცა ერთ წუთში ამდენი სიცოცხლე იკარგება. სოფი, გიორგი და დავითი ერთად წავიდნენ. უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა, რომ კავშირზე აღარ იყვნენ. უმძიმესი ამბავია ჩვენთვის, სამივეს ვიცნობდი და სიტყვებით მიჭირს გადმოცემა. ბოლო წლებში, ჩვენ ძალიან დავახლოვდით, საოცარი იუმორი ჰქონდა და რაც უნდა სირთულე მქონოდა, იუმორითა და რაციონალური აზროვნებით, ბოჭავდა", - იხსენებს გარდაცვლილის მეგობარი, შორენა მათეშვილი.
დავითი უკვე კახეთში, დაბა წნორშია გადასვენებული და მისი ოჯახი სამძიმრებს იღებს.
ჯერჯერობით, დადასტურებულია ასევე წნორიდან შოვში დასასვენებლად მყოფი, გიორგი ყარალაშვილის გარდაცვალების ფაქტი. რაც შეეხება, მის დას, სოფი ყარალაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების ფაქტს ჯერ არ ადასტურებს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ვითარება სტიქიის ზონაში - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს
VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება
„არ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე...!“ - რაჭის ჯგუფში საგანგებო განცხადება ვრცელდება
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
1731599526