დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე მაყურებელს ერთი სული აქვს როდის იხილავს "რუსთავი 2-ის" ახალ მეგა თოქშოუს - "ღამის პრაიმთაიმი".
ვარსკვლავური ექვსეული მზადებაშია, თემები მზადდება, სიუჟეტები მონტაჟდება... და სულ მალე, ყოველ სამშაბათს, თქვენ ნახავთ ყველა აქტუალურ თემაზე ჩაწერილ გადაცემას, სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, დუღილი და სანახაობა.
ექვსეული კი ასე გამოიყურება: ავთანდილ ცქვიტინიძე, ზურა ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნინო ჩეიძე და ნიკოლოზ ხაჩიძე.
თოქშოუს შექმნის იდეა არხის მმართველ დირექტორს, თაკო ფხაკაძეს ეკუთვნის. არც თუ მცირე ქასთინგი კი, მასთან ერთად, თოქშოუს მთავარმა პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ ჩაატარა.
ნინო ჩხეიძე, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, აქამდე, ასეთი სერიოზული თოქშოუს ტელეწამყვანად, არსად გვინახავს. შესაბამისად, სტეფნაძის შემოთავაზებამ ძალზედ გაახარა.
ნინო ჩხეიძე: - შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო იყო. მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ყოველთვის მსურდა თავი ჩემს პროფესიაში გამომეცადა. ამიტომ მაია სტეფნაძის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია.
სატესტო გადაცემის ჩაწერისას რომ მოწონება დავიმსახურე, უზომოდ გამიხარდა. თუმცა გამოვტყდები, ვნერვიულობ. თან ისე ვნერვიულობ, რომ ღამეები არ მძინავს. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ყოველ ღამე ამ გადაცემის კადრები დადის ჩემს თვალწინ.
ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვიზუალზე. სცენაზე როგორც გამოვიყურები, ისე ამ თოქშოუში ვერ ვიქნები. ამაში კი გადაცემის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ჭინჭარაული მეხმარება.
პრომოსთვის ექსპერიმენტი ჩავატარეთ. თმა გადავიწიე, ვარ სადა და მკაცრი, იდუმალი და მატრიცული. ასეთი ნინო ჩხეიძე მაყურებელს ნანახი არ ჰყავს.
გადაცემის პრომომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოლოვერებს ძალიან მოვეწონე. ვკითხულობ კომენტარებს და ყველა წარმატებებს მისურვებს.
წამყვანები თითქოს ერთ ოჯახად ვართ და მომწონს. ველოდები და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ.