დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ღამის პრაიმთაიმს" მაყურებელი უკვე სულმოუთმენლად ელოდება. ძალიან მალე, "რუსთავი 2"-ის ღამის ეთერს, სამშაბათობით, მეგა თოქშოუ დაიკავებს. ვარსკვლავური ექვსეული კი, მაყურებელთან შესახვედრად, ყოველდღიურად ემზადება და რეიტინგის მოსაპოვებლად ძალებს იკრებს.
ავთანდილ ცქვიტინიძე, ანა ჩირაძე, ზურა ხაჩიძე, ნინო ჩხეიძე, ნიკოლოზ ხაჩიძე და ბაჩო კოლელიშვილი მალე მაყურებლის საყვარელი თოქშოუს წამყვანებად იქცევიან.
"პრაიმტაიმი" ექვსეულის ინტერვიუებს ეტაპობრივად გთავაზობთ. თქვენ გაეცანით ზურა და ნიკოლოზ ხაჩიძეების და ავთანდილის დამოკიდებულებას ამ ახალ გამოწვევასთან დაკავშირებით. ახლა კი ანა ჩირაძის პატარა ინტერვიუს გთავაზობთ.
ანა, როგორც წამყვანი, "რუსთავი 2"-ის მაყურებელმა, ამერიკული "ელენის შოუს" ქართული ანალოგით - "ანას შოუთი" გაიცნო. თუ რატომ დატოვა მან შოუ და გადმოინაცვლა ახალ ტელეპროექტში, თავად მსახიობის ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანა ჩირაძე: ჯერჯერობით, ტელევიზიაში ჩემთვის ყველაფერი სიახლეა, რადგან მე ჟურნალისტი არ ვარ. ამისთვის მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო. ამ ეტაპზე, მე უფრო ძიებაში ვარ. ჩემთვის მართლა საინტერესოა. ვამბობ, ვმეცადინეობ, ვიმეცადინე-მეთქი. რა იცი, ცხოვრებაში რაში გამოგადგება. გამოცდილებას ვაგროვებ. მაგრამ, ასეთი ფორმატი ჩემთვის მართლა ძალიან საინტერესოა, რადგან ამ თოქშოუში მე ვიქნები - მე, როგორიც სინამდვილეში ვარ. არაფრის თამაში არ მომიწევს.
- "ანას შოუში" ანა ჩირაძე არ იყავი?
- "ანაში" ჰო, ვერ ვიყავი საკუთარი თავი. მქონდა დისკომფორტი. შეიძლება იმ შოუს წამყვანი, ჩემი პერსონისგან, დიდად განსხვავებული არ იყო, მაგრამ... იცით, მე საერთოდ კაცთმოყვარე ადამიანი, ალტრუისტი ვარ, მიყვარს ადამიანები. ვარ მსახიობი, ყველაფრის თამაში შემიძლია, მაგრამ ტელევიზიაში თამაში, ეკრანზე ცოტა სიყალბედ ჩანს. ამიტომ "ანას შოუში" რაღაცეებმა შემაწუხა და ვამჯობინე, რომ ამ ახალ თოქშოუში გადმომენაცვლა. მგონია, რომ "ღამის პრაიმთაიმში" უფრო კომფორტულად ვიქნები. ვნახოთ. არ ვიცი, როგორ იქნება.
თანაწამყვანებს რაც შეეხებათ, გეტყვით; როცა ადამიანებს შორიდან უყურებ, სხვა წარმოდგენა გექმნება მათზე. რომ მოგიახლოვდება და შენი კარგი ნაცნობი ხდება, უკვე სულ სხვანაირად ხედავ.
- ვისზე შეგეცვალა წარმოდგენა?
- ავთანდილის გარდა, ამ ხუთეულიდან, არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი. ნინო ჩხეიძეს მხოლოდ შორიდან "გამარჯობით" და ვიცი, საყვარელი გოგოა.
ძალიან სხვადასხვანაირი ხალხია შეკრებილი. იმდენად მრავალფეროვანია და ეს ისეთ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს შოუში, რომ საყურებლად საინტერესო გამოვა. მრავალფეროვანი ექვსეულია და ვნახოთ, მე მგონი, რაღაც გამოგვივა. საინტერესო თემებს და დუღილს უნდა ელოდოთ.
- სცოდნია ტელევიზიას მოწამვლა?
- მე ჟურნალისტიკას ჯერ ვსწავლობ. რომ ვისწავლი, მერე მოგიყვებით ყველაფერს. სწავლის პროცესი კარგია. სწავლა სიკვდილამდეო...