VIDEO: რატომ არ ამოქმედდა "მოსკოვზე" ანტისარაკეტო ან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, როგორ დაუშვით მისი დაკარგვა?! - სოლოვიოვი

soloviovi

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი "გაცოფებულია" რუსული სამხედრო გემი "მოსკოვის" იქ "წასვლით", სადაც უკრაინელებმა "გაუშვეს".

სოლოვიოვი ვიდეო მიმართვაში რიტორიკულ კითხვებს სვამს, რომლებზეც პასუხისმგებელ პირებს ჯერჯერობით არ უპასუხიათ. 

პუტინის  ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ითხოვს, აუხსნან, "მოსკოვზე" რატომ არ იმუშავა, ან ანტისარაკეტო, ან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებმა. 

"მე უბრალოდ გაცოფებული ვარ იმის გამო, რაც ჩვენი ფლოტის ფლაგმანს "მოსკოვს" დაემართა. დიახ, ის ძალიან ძველი იყო, გავარემონტეთ კიდეც, სუსტი წერტილებიც ჰქონდა, მაგრამ გეკითხებით თქვენ - როგორ დაუშვით მისი დაკარგვა? 

ამიხსენით, რატომ აღმოჩნდა ეს გემი შავი ზღვის იმ წერტილში და იმ დროს?! 

როგორც უკრაინელები ამბობენ, ორი რაკეტა "ნეპტუნი" დაარტყეს თუ არა, ეს მე არ მაინტერესებს. 

ამიხსენით, სამხედრო გემს სარაკეტო იერიშის როდიდან ეშინია, როცა მასზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა განლაგებული და რომელსაც საჰაერო დარტყმის მოგერიება შეუძლია?!

კარგით, ორი რაკეტის სროლამ ხანძარი გამოიწვია, მაშინ მიპასუხეთ, რატომ არ ამოქმედდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა?!" - ამბობს სოლოვიოვი.