ის ძაღლიც დავტანჯეთ, ჟირინოვსკის რომ უნდა მიაკვდეს სულში - დათო ლიკლიკაძე

ძაღლიმიკავდა ჟირინოვს სულში

„ის ძაღლიც დავტანჯეთ, ჟირინოვსკის რომ უნდა მიაკვდეს სულში“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი გარდაცვალების შესახებ კიდევ ერთხელ გავრცელებულ განცხადებას.

ცნობისთვის, მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, თუმცა შესაბამისი პირები ამ ინფორმაციას მალევე უარყოფენ. მსგავსი შემთხვევა უკანასკნელად დღეს განმეორდა, რის გამოც საზოგადოება გაურკვევლობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ფაქტების შემდეგ ვლადიმერ ჟირინოვსკის, გარდაცვალების საკითხი არაერთხელ გამხდარა ქართველი საზოგადოებისთვის ხუმრობის მიზეზი.