ჟირინოვსკის პარტია რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის

რუსეთში სიკვდილით დასჯის

ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტია მზადაა, განსახილველად წარადგინოს ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ უმძიმესი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ, განაცხადა პარტიულმა ფრაქციამ სახელმწიფო სათათბიროში. ამის შესახებ interfax წერს.

„ეს საკითხი ბუნდოვანია და ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება დაიწყოს რეფერენდუმი სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ ყველაზე მძიმე და საზოგადოების მიერ დაგმობილი დანაშაულებისთვის, მაგალითად, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი კორუფციისთვის, ბავშვების გაუპატიურებისთვის, მკვლელობისთვის“, -  ნათქვამია პარტია ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ საკითხის განხილვა განაპირობა რუსეთის ევროსაბჭოდან გამოძევებამ.

„რუსეთი ტოვებს ევროსაბჭოს, რაც ნიშნავს, რომ ის გვხსნის ჩვენთვის უცხო ღირებულებებისა და წესების ბორკილებს. ერთ-ერთი მათგანია სიკვდილით დასჯის აკრძალვა, რომელიც გამოიყენება ყველგან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ: შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში და სხვა 47 სახელმწიფოში“, - აღნიშნავს ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქცია.