„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. როგორც ირკვევა, ქალი მცირეწლოვან ტყუპ შვილებთან ერთად მეუღლემ მიატოვა. პარალელურად, ქალს ქმრისგან დაატოვებული ვალებიც აქვს.
„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და ბოლოს, ჯანდაბას, დავწერ, რაც იქნება იქნება-თქო. ჩემმა მეგობრებმა, გამომწერებმა კი იცით კარგად, რამდენად გულთან ახლოს მიმაქვს ბავშვების ავადმყოფობა ან ზღვარს მიღმა სიღარიბე, სულ გეხვეწებით ხოლმე, რომ დავეხმაროთ.
ვცდილობ, რაც მაქვს დავეხმარო და თქვენც ასევე ჩემთან ერთად ეხმარებით ხოლმე. ერთად რაღაცას ვაგროვებთ და ძალიან ბევრ ბავშვს დავხმარებივართ და დავეხმარებით კიდეც.
ახლა მინდა გთხოვოთ ჩემს მეგობარზე, რომელიც ქმარმა მიატოვა წლინახევრის ტყუპით…(ტყუპზე სხვანაირად განვიცდი, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ტყუპის გაზრდა) მცირე-მცირე სესხი ააღებინა ყველა ბანკში და გაიქცა.
მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ აგვისტოში ვერ ვმუშაობ და შესაბამისად, სათანადოდ ვერ დავეხმარე... ამიტომ დავწერე პოსტი, იქნებ დამიდგეთ გვერდით, აგვისტო-სექტემბერი გადავალახინოთ და დავეხმაროთ მარიამს და მის პატარა ტყუპს. მერე რამეს ვიზამ, სამსახურს და ძიძას ვუშოვი ღვთის წყალობით. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია იმდენად ცუდი მდგომარეობაა, დიდი მადლობა წინასწარ, მიყვარხართ“ - წერს კაჭკაჭიშვილი.
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე → #GE83BG0000000161197117