ინსტაგრამ გვერდის demnagram-ის ავტორმა საბა ბახიამ, „ბალენსიაგაში“ დაიწყო მუშაობა

საბა და დემნა

„ინსტაგრამ“ გვერდის demnagram-ის ავტორმა საბა ბახიამ, „ბალენსიაგაში“ დაიწყო მუშაობა.

ამის შესახებ ბახია სოციალურ ქსელში წერს. 

DEMNAGRAM is officially supported by BALENCIAGA! არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.ჩემი გვერდის მნიშვნელობა ყოველთვის გააზრებული მქონდა, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი, მაინც ძალიან წარმოუდგენელია. 2017 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა „DEMNAGRAM“ გვერდი, დემნამ მომწერა - „გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს და ეს აუცილებლად კარგ ადგილას მიგიყვანს“. - და ზუსტად ასე მოხდა. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ რომ ოცნებები მართლა ხდება და, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ ამისთვის ბევრს იშრომებ. მიჭირს სიტყვებით ჩემი ემოციების გადმოცემა. დემნამ სრულად შეცვალა ჩემი ხედვა მოდისადმი. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები შენი დემნა! YOU ARE MY FOREVER HERO“, - წერს საბა ბახია.