იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ხე

 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლებმა იმერეთში.

მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, სახელმწიფო ტყეში მოჭრილ, "წითელი ნუსხით" დაცულ, 11 წაბლის ხეს მიაგნეს.

ზიანი 2000 ლარს აღემატება. მასალები რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.