1773348202
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ეუთო-ს ანგარიში პოლიტიკურად მიკერძოებულია და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს" – ალექსანდრე მაისურაძე
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ეუთო-ს ანგარიში პოლიტიკურად მიკერძოებულია და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს – განცხადება ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ვენაში გააკეთა.
ტექსტში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ დოკუმენტი შერჩევით ინტერპრეტაციებს ეფუძნება და სცდება მისიის მანდატს, როდესაც სხვა სახელმწიფოებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი პოლიტიზებული დასკვნები საფრთხეს უქმნის თავად ორგანიზაციის სანდოობას, რის გამოც მუდმივმა საბჭომ მცდარ ანგარიშზე უარი უნდა თქვას.
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციებია ასახული. მათ შორის არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი", "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", "გრანტების კანონი", "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესწორებები, "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი", დემონსტრაციებისას სახის დაფარვის აკრძალვა უნდა გაიწვიოს










