„იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე მაშინ, როცა ფული დავკარგე და თან ბედნიერი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“ - ემოციური ისტორია

ლარი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნარგიზა გაბრიაძე  ერთ-ერთ ჯგუფში თავს გადახდენილი ისტორიის შესახებ ემოციური ამბავს ჰყვება.

მისი თქმით, მაღაზიაში შესვლისას მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ფული რომელიც გამოზომილი ჰქონდა 

„გამარჯობათ ჩემო საყვარელო ტყიბულელებო.

ჩემი ამბავი მინდა მოგიყვეთ რაც ტყიბულში შემემთხვა შვიდ მარტს.რაჭაში მივდიოდი და იქვე სადგურზე მარკეტში შევირბინე „მარშრუტკის“ გასვლამდე.

ვიყიდე რაღაცები რაც ბავშვისთვის მჭირდებოდა გზაში და როცა საფულე გავხსენი აღმოჩნდა რომ აღარ მქონდა ფული.არადა ვიცოდი რომ ოცლარიანი მქონდა.ძალიან ავნერვიულდი და დავიწყე ძებნა თან ცრემლები მახრჩობდა. ყველა შეწუხდა მაღაზიაში როცა ვთქვი რომ დავკარგე სამზავრო ფული. ზოგმა სახლში დაგრჩებოდაო.ზოგმა უცებ იხარჯება ფული და შემოგეხარჯაო. ერთი სიტყვით გავნერვიულდი იმიტომ, რომ გამოზომილი მქონდა რაში რა უნდა გადამეხადა. გადავწყვიტე ბავშვისთვის ნაყიდი რამეები დამებრუნებინა და მძღოლსაც ავუხსნიდი სიტუაციას.ამ დროს ერთი გოგო მოვიდა და დავინახე რომ დაგივარდათო ფულიო და მომცა ოცი ლარი.ამოვუსნთქე.სიხარულისგან წესიერად მადლობაც არ გადამიხდია.

ხვალ ტყიბულში მოვდივარ გთხოვთ მაპოვნინეთ გოგო შავი პალტოთი.მაღალი.შავი ხუჭუჭა მოკლე თმით. რითაც შემიძლია მინდა უბრალოდ პატივი ვცე რადგან მე ვიპოვე ჩემი ფული ჩანთის ჯიბეში და იმ გოგომ უბრალოდ ჩემს დასამშვიდებლად მოიქცა ასე.ვინ რა იცის რისთვის უნდოდა ის ფული რომელიც მე მომცა.

იმაზე ცუდად ვარ ვიდრე მაშინ როცა ფული დავკარგე და თან ბედნიერი რომ ასეთი ადამიანები არსებობენ კიდე ჯერ.იქნებ თვითონაც ნახოს ეს პოსტი და შემეხმიანოს “, - წერს ნარგიზა გაბრიაძე.