რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი მოკავშირეების პერსონალს ოპერატიული რეაგირებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - წერს ნაუსედა X-ზე.
ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის ცნობით კი, ლიეტუვაში დრონი ბელარუსიდან შეფრინდა, ხოლო ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ კაუნასთან ჩამოაგდეს.
„დიახ, ბელარუსიდან. შემდეგ ლენტვარისში, ტრაკაის რაიონში შეფრინა. იქიდან კი ობიექტი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა“, - აღნიშნა ვიტკაუსკასმა.