"იმ წამსვე მთელი დემონური სამყარო გეტაკება და გებრძვის" - ამონარიდი მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან

gignazde

მამა თეოდორე გიგნაძის რიხიანი ქადაგებები მოსმენილი გექნებათ; სასულიერო პირის ფეისბუქგვერდს ბევრი გამომწერი ჰყავს; გთავაზობთ ორი სხავადასახვა ქადაგების ამონარიდს;

"სულიერ ცხოვრებას წინააღმდეგობა ახლავს; შეუძლებელია არ ახლდეს; როგორც კი შენ იწყებ ქრისტეს ერთგულებას და ეს აქტიურ ფაზაში გადადის - ეს გულისხმობს არა მხოლოდ შენში ქრისტეს ძიებას, არამედ სხვა ადამიანებისთვის სწორი გზის ჩვენებას, იმ წამსვე მთელი დემონური სამყარო გეტაკება და გებრძვის; ხშირად, სამწუხაროდ, ეს დემონური სამყარო თავის დამხმარეებად ადამიანურ რესურსს იყენებს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, არ გავბოროტდეთ; ეს ქრისტეს გზაა, სულიერი ცხვრების გზა; მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან - ამბობს ქრისტე; ამ გავბოროტდი კანონს ვერ ავცდებით, ამის არ უნდა შეგვეშინდეს; 

უფალს უამრავი მიმდევარი ჰყავდა, ვინც მისგან სარგებელს ეძებდა, დღესაც ასეა - ეკლესიაში უამრავი მოდის, სანთელს ანთებს, ეზიარება იმიტომ, რომ ამ ქვეყნიური სარგებელი ნახოს; რა თქმა უნდა, ჩვენი ზეციური მამა ჩვენზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენი აქ, ეკლესიაში მისვლის მოტივაცია უნდა იყოს ქრისტესთვის ვნება; თუ იესო ქრისტე ჩვენთვის იქნება საშუალება ამქვეყნიური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ იესო ქრისტე ჩვენთვის სიცოცხლე არ არის;  ნამდვილი სიცოცხლე აქ არის, ის კიდე აქაური სიცოცხლის რეალიზებისთვის დამხმარე საშუალებაა; 

ჩვენ ვართ მორწმუნენი და ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთისგან რაღაცას ველოდებით;
ღმერთისგან რასაც ველოდებით, ის ჩვენ გვაქვს უხვად - ეს არის სიცოცხლე, ყოფიერება, რწმენა და მომავალში მარადიული სიცოცხლე გვაქვს კიდევ;
ეს ყველაფერი უფლისგან გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაქვს განსაცდელიც;
სულიერი ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ჩვენი სარწმუნოებიდან ველოდებით ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში,
- ეს არის ღმერთთან შეხვედრა, ველოდებით მასთან შეხვედრას.
სულ;
სულმოუთმენლად,
მუდამ ამას ველოდებით,
იქნებ როგორმე შევხვდეთ..." 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

საყვარელი ქმრის მოულოდნელმა სიკვდილმა, 26 წლის ქსენია, დაძონძილ სამოსიან ნეტარ დედად აქცია - წმინდანის ცხოვრების დეტალები

"მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები" - როგორ ისმინა ქართველი კაცის ლოცვა ნეტარმა მატრონამ

მადლობას ვუხდი მეუღლეს, რომელმაც გარისკა და დაზიანებული გულით, ჩემთვის გაბრიელი გააჩინა...“ - რა მიუძღვნა დეკანოზმა თავმას ჩოხელმა მეუღლეს