პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„ქალბატონ მანანა ჩოგოვაძე-ჯიბლაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვემშვიდობებით განათლების სფეროში საერთაშორისო სივრცეში აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, გამორჩეულ ინტელიგენტს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს.
დაახლოებით 30 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მისი შვილიც შეიწირა. ამ დროიდან სრულიად შეიცვალა ბატონი გოჩას და მისი ოჯახის ცხოვრება. ღრმა მწუხარებამ მოიცვა მათი სული, მაგრამ ღმერთი ჰპოვეს და ნუგეშიც, თუმცა სევდა ბოლომდე დარჩა წარუხოცელი.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი გოჩას უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან შვილთან, გიორგისთან, ერთად სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.