„არაფრის ღირსები ჩვენ არ ვართ “- რა ვიდეოს აქვეყნებს მარიკა ბაკურაძე „ბრილიანტის ხიდიდან“

ხიდი

„არაფერი ჩვენ არ გვეშველება! არაფრის ღირსები ჩვენ არ ვართ! გავმწარდი რა!“ - წერს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში და „ბრილიანტის ხიდთან“ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

კადრში ჩანს, თუ როგორ არის უკვე მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებული.

ცნობისთვის, წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი 14 ივნისს გაიხსნა. 15 ივნისიდან კი, დაინტერესებულ პირებს ადგილზე მისვლა და ულამაზესი ხედების დათვალიერება შეუძლიათ.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.

კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე კომპანიამ KASS LAND-მა (იგივე Kass Group) განახორციელა.