გურიაში მატარებელი ბავშვს დაეჯახა

პოლიცია ლენტა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.

ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.