რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.

„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას შევძლებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.